საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2023 წლის მარტის მდგომარეობით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1134.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 127.1 პროცენტით, ანუ 245.3 მლნ აშშ დოლარით მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8 პროცენტი იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 95.4 პროცენტი მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 223.57 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 43.40 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 35.99 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი 19.57 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – ისრაელი 18.75 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, ეროვნული ბანკი ცნობით, 2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 78.6 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მარტისანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.7 პროცენტით მეტია.