ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მუშაობენ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სპეცტრიბუნალის შექმნაზე 34-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას განცხადებით, ჯგუფს კიდევ ერთი ქვეყანა - კოსტა-რიკა შეუერთდა.
„სატელეფონო საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა არნოლდო ტინოკომ აღნიშნა, რომ კოსტა-რიკამ მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს უკრაინის მიმართ აგრესიის დანაშაულების სპეცტრიბუნალის შექმნის ჯგუფს. ამგვარად, ქვყნების რაოდენობა 34-მდე გაიზრადა”, - განცხადა დმიტრო კულებამ.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ტრიბუნალი ჯერ კიდევ მიღებული არ არის. სავარაუდოდ, ტრიბუნალზე რუსეთის 20-მდე მოქალაქე წარსდგება.