რუსული დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ომის დასრულების შესახებ გამოაცხადოს და ყურადღება გაამახვილოს, იმაზე, რომ მყარად მოიკიდოს ფეხი უკრაინის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის საერთო ჯამში აუცილებელია მსუყე წერტილი დაუსვას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. იდეალური ვარიანტია - გამოაცხადოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, ყველას აცნობოს, რომ რუსეთმა მიაღწია იმ შედეგებს, რასაც გეგმავდა. გარკვეული გაგებით ჩვენ ამას რეალურად მივაღწიეთ. ჩვენ გავტეხეთ უკრაინის შეირაღებული ძალების უდიდესი ნაწილი და შეგვიძლია ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია.
თეორიულად რუსეთმა ეს მსუყე წერტილი უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მოსახლეობის მამრობითი სქესის დიდი ნაწილის განადგურების გზით, მისი მეორე ნაწილის დაშინების გზით, რომელიც გაიქცა ევროპაში. რუსეთმა გაჭრა აზოვისა და შავის ზღვის დიდი ნაწილი, დაიკავა უკრაინის ტერიტორიის მსუყე ნაწილი და შექმნა სახმელთო დერეფანი ყირიმში“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინის მტკიცებით, რუსეთს ისღა დარჩენია მყარად მოიკიდოს ფეხი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე აქვს.
ამასთან, პრიგოჟინი ფიქრობს, რომ არსებობს ერთი პრობლემა, თუ ადრე უკრაინა იყო რუსეთის ნაწილი, ახლა ის აბსოლუტურად ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული სახელმწიფოა.