უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია ბახმუტში ქუჩის ბრძოლები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
ვიდეოში ჩანან 1-ელი მექანიზირებული მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის სამხედროები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ამ დროისათვის ბახმუტში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, ოკუპანტები პერიოდულად ახორციელებენ შეტევებს ქალაქის გარეუბნებში.