Challenger 2-ის ბრიტანული ტანკები უკვე უკრაინაშია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს. ალექსეი რეზნიკოვის თქმით, მან გამოსცადა პარტნიორების მიერ მიწოდებული ახალი ტექნიკა.
„Challenger ბრიტანეთისგან, Stryker და Cougar აშშ-სგან, Marder გერმანიისგან. ჯერკიდევ ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პარტნიორების დახმარება ასეთი მძლავრი იქნებოდა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო გადაიტვირთებოდა და ბოლოს და ბოლოს წინააღმდეგობას გაუწევდა სისხლიან აგრესორს, რუსეთის ტერორისტ ქვეყანას.
ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, უკრაინამ შეცვალა მსოფლიო, უკრაინელი ხალხის სიმტკიცემ და ჩვენი არმიის შესაძლებლობამ დაარწმუნა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. და ჩვენ უკვე ვიმარჯვებთ. ორკების „სპეცოპერაცია“ ხომ „გეგმის მიხედვით მიდის“ - ისინი თხრიან სანგრებს და ცდილობენ გამაგრებას. თავიანთ თავში მათ უკვე შეცვალეს პარადიგმა - „ჩვენ მსოფლიოს მეორე არმია ვართ და სამ დღეში დაგამარცხებთ“ – „უნდა გადავიდეთ თავდაცვაზე“, - ამბობს რეზნიკოვი.