ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მსოფლიო არ უნდა მოატყუოს ჩინეთის "სამშვიდობო წინადადებებმა", რადგან ეს შეიძლება იყოს რუსეთის დასახმარებლად დროის გაჭიანურების ტაქტიკა.
მისი თქმით, აშშ მიესალმება ნებისმიერ დიპლომატიურ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია „სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ,“ მაგრამ მისი თქმით, საეჭვოა, რომ ჩინეთი მხარს უჭერდეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ნებისმიერი გეგმა, რომელიც პირველ ადგილზე არ აყენებს ამ მნიშვნელოვან პრინციპს, საუკეთესო შემთხვევაში წარმოადგენს დროის გაჭიანურების ტაქტიკას ან უბრალოდ ცდილობს ხელი შეუწყოს არასამართლიან შედეგს. ეს არ არის კონსტრუქციული დიპლომატია“, - აღნიშნა ბლინკენმა.
როგორცს აშშ-ის სახლემწიფო მდივანმა აღნიშნა, „ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება, რომელიც არ ითვალისწინებს რუსული ჯარის გასვლას უკრაინის ტერიტორიიდან, ფაქტობრივად ნიშნავს რუსული ოკუპაციის აღიარების მხარდაჭერას“.
ბლინკენმა მხარი დაუჭირა ზელენსკის პოზიციას, რომელიც ითხოვს უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.
„თუ ჩინეთი ერთგულია ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერის გაეროს დადგენილების პრინციპების საფუძველზე, როგორც ეს გათვალისწინებულია მისი გეგმის პირველ პუნქტში, მას შუძლია ურთიერთობა პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინასთან ამ საფუძველზე და გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა აიძულოს მოსკოვი გაიყვანოს ჯარები {უკრაინიდან}“, - განაცხადა ბლინკენმა.