ჩინეთის ლიდერი სი ძინპიპინი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
მან გამოთქვა რწმენა, რომ მისი ვიზიტი ნაყოფიერი იქნება.
„ჩინეთი და რუსეთი კარგი მეზობლები და საიმედო პარტნიორები არიან, რომლებსაც აკავშირებთ მთები და მდინარეები{...} დარწმუნებული ვარ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება, მისცემს ახალ იმპულსს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ ეპოქაში“, - განაცხადა სი ძინპინმა.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ აპირებს ვლადიმირ პუტინთან ორმხრივი ურთიერთობების დეტალურ განხილვას, ასევე ორმხრივი ინტერესების მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო თემებზე საუბარს.
„ჩინეთი და რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფოები და გაეროს უშიშროების საბჭოს მუმიდვი წევრები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო საკითხებში.
არასტაბილურ მსოფლიოში ჩინეთი მზად არის რუსეთთან ერთად დაიცვას საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ეფუძნება საერთშორისო სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებს, დამყარებულს გაეროს დადგენილების მიზნებსა და პრინციპებზე“, -განაცხადა ჩიენთის ლიდერმა.