ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს, - ამის შესახებ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესსპკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისთვის გადაცემული ტექნიკა განადგურდება.
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს. ამ აღჭურვილობის მიწოდება სპეცოპერაციის შედეგზე ვერ იმოქმედებს, მაგრამ უკრაინასა და მის მოსახლეობას დამატებით უსიამოვნებებს მოუტანს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მთელი ეს ტექნიკა განადგურდება“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
უკრაინისთვის მიგ 29-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე პოლონეთმა და სლოვაკეთმა თანხმობა განაცხადეს.