ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 985.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 103.0 პროცენტით, ანუ 188.9 მლნ აშშ დოლარით მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2 პროცენტი იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 198.34 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 38.88 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 30.45 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი 17.37 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – ისრაელი 16.40 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, ეროვნული ბანკი ცნობით, 2023 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 73.0 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის თებერვლის, ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2 პროცენტით მეტია.