რუსეთის ძალებმა ოთხ დღეში დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთით დიდ ნაწილზე კონტროლი დაამყარეს და ახლა ფრონტის ხაზი მის ცენტრზე გადის.
ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანთის დაზვრევის ინფორმაციაში.
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ბახმუტის დასავლეთ ნაწილის შენრჩუნებას.
„ვინაიდან, უკრაინის ქვედნაყოფებს შეუძლიათ ცეცხლი გაუხსნან დასავლეთით გამაგრებული შენობებიდან, ეს ტერიტორია „სიკვდილის ზონად“ გადაიქცა, რაც სავარაუდოდ, ძალიან გაართულებს „ვაგნერის“ ძალების მდგომარეობას, რომლებიც შეეცდებიან გააგრძელონ შეტევა დასავლეთის მიმართულებით“, - ნთქვამია ანგრიშში.
ამავდროულად, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები და მათი მომარაგების ხაზები ბახმუტის დასავლეთით რჩება დაუცველი რუსული ძალების მუდმივი მცდელობების გამო, გვერდი აუარონ უკრაინელ დამცველებს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. უკრაინის სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება არ დატოვონ ქალქი, რაც იმით აიხსნება, რომ თავდაცვა შეძლებს რუსეთის მეტად ბრძოლისუნარიანი ძალების გამოფიტვას.