უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება.
„ზაპოროჟიე. ღამით ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრზე დარტყმა მიიტანეს. რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან სახლს. დანგრეულია მე-3, მე-4, მე-5 სართულები. სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაშავებულები. გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები“, - წერს Telegram-ზე ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტ-სახელმწიფოს სურს ყოველი დღე უკრაინელი ხალხისთვის ტერორის დღედ იქცეს. „მაგრამ ბოროტება ვერ გამეფდება ჩვენს მიწაზე. ჩვენ გავდევნით ყველა ოკუპანტს, ისინი აუცილებლად პასუხს აგებენ ყველაფრისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეში, ღამით რუსეთის ძალების მიერ განხორცილებული სარაკეტო დარტყმის შედეგად.