რუსი ოკუპანტები დონეცკის რეგიონში ბახმუტის მიმართულებით ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად. ამის შესახებ უკრაინისპრეზიდენტმა ვოლოდიმირზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მუდმივი კავშირი მაქვს ჩვენს მეთაურებთან. განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია აღმოსავლეთისკენ, რა თქმა უნდა, დონბასზე.
„ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მტერი გამუდმებით ანადგურებს ყველაფერს, რაც უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად. ჩვენი მეომრები, რომლებიც იცავენ ბახმუტის მიმართულებას ნამდვილი გმირები არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გმირულად აკავებს ამ და სხვა მიმართულებებს დონბასში, ვინც უკრაინელ დამცველებს ეხმარება და აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინელ სამხედროებს ჰქონდეთ მეტი იარაღი, შორ მანძილზე მოქმედი იარაღი.