უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ყირიმის დაბრუნების შემდეგ უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს.
„9 წლის წინ რუსული აგრესია ყირიმიდან დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით, ჩვენ მშვიდობას აღვადგენთ. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყოველ კუთხეში, ყირიმი თავისუფალი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში 26 თებერვალს ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგობის დღე აღინიშნება.