უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის ძალებმა მტრის ტექნიკა, მათ შორის 12 ტანკი და 9 ჯავშანმანქანა გაანადგურეს.
25 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო არმიის საერთო დანაკარგი შეადგენს:
პირადი შემადგენლობა - დაახლოებით 147 470 სამხედრო;
ტანკი - 3 375;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 6 609;
საარტილერიო სისტემა - 2 373;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 475;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 247;
თვითმფრინავი - 299; ვერტმფრენი - 288; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 035;
ფრთოსანი რაკეტა - 873;
გემი/კატერი - 18;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5 235;
სპეციალური ტექნიკა - 230.