ეს იყო სიმტკიცის წელი. ეს იყო მხარადაჭერის, სიმამაცის, ტკივილის, იმედის წელი. გამძლეობის, ერთიანობის, უძლეველობის წელი, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების ერთი წლისთავთან დაკავშირებით უკრაინელი ხალხს მიმართა.
„ჩვენ გავუძელით ფართომასშტაბიანი ომის პირველ დღეს. არ ვიცოდით, რა იქნებოდა ხვალ, თუმცა ზუსტად ვიცოდით: ყოველი მომავალი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ ვიბრძოდით, ყოველ დღეს ბრძოლით მოვიპოვებდით. ჩვენ გავუძელით მეორე დღესაც, შემდეგ მესამეს. ჩვენ გვემუქრებოდნენ, რომ 72 საათში არ ვიარსებებდით, თუმცა ჩვენ გავუძელით მეოთხე დღესაც, შემდეგ მეხუთეს, დღეს კი ვდგავართ ზუსტად ერთი წელი. ამ დრომდე ვიცით, რომ ყოველი ხვალინდელი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ გააერთიანა მსოფლიო.
“მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს არტნიორს, მოკავშირესა და მეგობარს, რომელიც ჩვენს გვერდით დგას მთელი წელია. მოხარული ვარ, რომ პუტინის საწინააღმდეგო საერთაშორისო კოალიცია გაიზარდა იმდენად, რომ ცალკე მიმართვას საჭიროებს. ამას აუცილებლად გავაკეთებ უახლოეს დროში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მოსახლეობამ გაუძლო ყველა მუქარას, იერიშს, კასეტურ ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, „კამიკაძე დრონებს“, ელექტროენერგიის გათიშვას და სიცივეს.
„ეს იყო სიმტკიცის წელი. ეს იყო მხარადაჭერის, სიმამაცის, ტკივილის, იმედის წელი. გამძლეობის, ერთიანობის, უძლეველობის წელი. მისი მთავარი შედეგი – ჩვენ გავუძელით, არ დავმარცხდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ წელს გამარჯვება მოვიპოვოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.