უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთი წლის შემდეგაც სურს რუსეთის დიქტატორს, ვლადიმირ პუტინს კიევის აღება. ამის შესახებ მან ВВС-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პუტინს ამ დრომდე სურს კიევის დაპყრობა. მაგრამ მათი იდეები, მისია და იმედი მთელ უკრაინას ეხება - რომ დავკარგოთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველა მიხვდა: „თუ ვერ შეძლებენ დედაქალაქის აღებას, თუ ვერ შეძლებენ კიევის ოკუპაცის, ვერ შეძლებენ ვერც უკრაინის ოკუპაციას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის არმია ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც იყო. თუმცა მისი თქმით, რუსეთი საუკეთესო ფორმაში ყოფნისას მაინც ვერ შეძლებდა უკრაინის დედაქალაქის აღებას.
ზელენსკის ჟჟურნალისტმა ჰკითხა, გაუძლებს თუ არა უკრაინა, თუ რუსეთის ჯარს ბელარუსის არმია შეუერთდება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები გაუძლებს.