უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს.
ამის შესახებ ზელნსკიმ კიევში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენზე უფრო მეტი ზეწოლა ომამდე იყო. შეჭრის დაწყების შემდეგ კი ყველასთვის გასაგები გახდა, რომ რუსეთი არა სახელმწიფო არამედ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც მოვიდა დასახოცად და ტერიტორიების დასაპყრობად. ყველა მიხვდა, რომ უკრაინისა და ყველაფერი უკრაინულის განადგურების საკითხი დადგა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„ჩვენზე ზეწოლა შეუძლბელია“. უნდა ეს ვნიმეს? დიახ. მაგრამ ეს ადამიანები ხმამაღლა არ ლაპარაკობენ და ეს შესანიშნავია, მათ უფრო მეტად ესმით, ვისთან ჰქონდათ ადრე დიალოგი“’, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინის ტერიტორიების მიტაცებაა. „კვლავ წამოიწია ისტორიული საზღვრების თემამ. ეს მოწმობს იმას, თუ რისი დაპყრობა სურთ და ეძებენ ამ დაპყრობისთვის გამართლებას“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.