ესპანეთმა, შესაძლოა, უკრაინას Leopard-ის ტიპის 10 ტანკი გაუგზავნოს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველდღე გვახსნებს, რატომ უნდა დაეხმაროს მსოფლიო უკრაინას.
„ჩვენი სურვილი დავეხმაროთ უკრაინას მტკიცეა... ჩვენ გავუგზავნით Leopard 2 А4-ის ტიპის 6 ტანკს და უახლოეს კვირებში, შესაძლოა, ეს რაოდენობა 10-მდე გავზარდოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავეხმარებით უკრაინელ სამხედროებს ამ ტანკების მართვის შესწავალში. რაც შეეხება საჰაერო მხარდაჭერას, ჩვენ უნდა შევისწავლოთ ის. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ჩვენს მოკავშირეებთან ნატო-სა და ევროპაში“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ტანკები სამხედროების წვრთნის დასრულებისთანავე გაიგზავნება.