უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთ წელში 10-ჯერ მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ავღანეთში 10 წლის განმვალობაში.
ამასთან მისი თქმით, მტერმა ტექნიკის კოლოსალური დანაკარგი განიცადა.
„ერთი წლის წინ ბევრი ელოდა, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა. დღეს, წამყვან პლატფორმებზე მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს უკრაინის გამარჯვბეა და როგორ უნდა გაფორმდეს რუსეთის დამარცხება,“- აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვის სტრატეგიული მარცხი ყველასთვის უკვე ცხადია და ამაზე მიუთითებს ის მასშტაბური ცვლილებები, რომელიც უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკარინის მოკავშირეების წყალობით მოხდა.
„ამ ერთი წლის განმავლობაში კრემლმა დაკარგა 10-ჯერ მეტი ჯარისკაცი, ვიდრე ავღანეთში 10-წლიანი ომის დროს. ასევე განიცადა ტექნიკის უდიდესი დანაკარგი, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, პირველად მოხდა 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
რეზნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ევროპისთვის საფრთხეებს ამცირებს, ვინაიდან უკრაინაში განადგურებულია რუსეთის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ემუქრებოდა ევროკავშირსა და ნატო-ს.
„უკარაინამ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ევროპის ეფექტური ფარი აღმოსავლეთით. უკრაინის გაძლიერებაში ინვესტიციები - ეს არის ევროპელებისთვის უსაფრთხოება და დაცვა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ მსოფლიოში მეორე არმიის შეტევის შეკავება შევძელით პარტნიორების ფართო კოალიციის მხარდაჭერით, სადაც აშშ და პოლონეთი ასრულებენ განსაკუთრებულ როლს, უკრაინელი ხალხი უზომოდ მადლიერია ამერიკელებისა და პლონელების ამ მხადაჭერისთვის“, - განაცხადა რეზნიკოვმა.