დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და ალიანსთან უკრაინის დაახლოებაზე მუშაობის დაწყება მოკავშირების მიერ ახლავე შეიძლება. ამის შესახებ სუნაკმა უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მე ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ ჩვენ ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ არსებულ ვითარებაზე, ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უკრაინის უსფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა და არა მხოლდო ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა სუნაკმა.
„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია მისთვის კიდევ უფრო მეტი აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობა და ისიც, თუ როგორ იყენებენ ისინი ამ ტექნიკას. ამ პროცესის ნაწილია ასევე უკრაინელი მფრინავების მომზადება ნატოს ტაქტიკით, ამაზე მუშობის დაწყება უკვე ახლავე შეიძლება, ასევე უკრაინის უსაფრთხოების ზურუნველყოფაზე გრძელვადიან პერსპეტქივაში“, - განაცხადა სუნაკმა.