სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რასტისლავ კაჩერმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მწვავედ გააკრიტიკა განცხადების გამო, რომ დასავლეთი რუსეთთან ომში ირიბად არის ჩართული.
სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი წერს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება მორალურად გამართლებულია, რადგან რუსეთი შეიჭრა ამ ქვეყანაში და ხოცავს უკრაინელებს.
ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ერთიანია კიევის მხარდაჭერაში - მხოლოდ უნგრეთი დგას ცალკე. მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომ „ეს ჩვენი ომი არ არის“ მორალურად მიუღებელია.
„უქმეებზე მათმა კარპატელმა წინასწარმეტყველმა თქვა, რომ ეს ჩვენი ომი არ არის. ეს „უბრალოდ კონფლიქტია ორ სლავურ სახელმწიფოს შორის“. თურმე უნდა დაგვენებებინა მათთვის თავი. ესე იგი დაე, რუსებს ნელ-ნელა ამოეხოცათ უკრაინელები. რა ამაზრზენია. რა საცოდაობაა. რა არაქრისტიანულია. წმინდა მარტინი (დაიბადა ახლანდელ უნგრეთში) მოკვდებოდა ასეთი ქრისტიანების გამო“, - წერს კაჩერი.
კაჩერი აღნიშნავს, რომ ერთ საკითხში ეთანხმება „რუსი აგრესორების ამ კარპატელ კოლაბორაციონისტებს“.
„უკრაინაში იარაღის მიწოდება აჭიანურებს კონფლიქტს და აფერხებს მშვიდობას. უკრაინაში იარაღის უდიდესი მიმწოდებელი რუსეთია. ისინი {რუსები} ღიად ესხმიან თავს და გზავნიან იარაღს უკრაინაში უკვე ერთი წელია. როგორც კი რუსეთი იარაღის გაგზავნას შეწყვეტს უკრაინაში, როგორც კი შეაგროვებენ {რუსები} თავიანთ ნივთებს და წავლენ სახლში, მაშინვე სხვებიც შეწყვეტნ კიევის სამხედრო დახმარებას და მშვიდობა დაისადგურებს. ყველაფერი ძალიან მარტივადაა“, - ამბობს კაჩერი.
მისი თქმით, სლოვაკეთი ცივილური სამყაროს ნაწილია და „მას არ სურს რომ ჩვენ ორბანივით მოვიქცეთ“.
„პუტინის კოლაბორაციონისტებისთვის და ყველსთვის, ვისაც სურს მშვიდობა უკრაინის განადგურების ფასად, მაქვს მხოლოდ ერთი გზავნილი "Иди на х*й".( „იდი ნა *უი)“, - წერს კაჩერი.