იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი უკრაინაში ჩავიდა. მელონი კიევში მატარებლით ჩავიდა და მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"ჩემთვის პატივია აქ ყოფნა. მსურს გავიგო, რა სჭირდება ამ ხალხს. ვფიქრობ, რომ სწორია იტალიის აქ ყოფნა მთავრობის პოზიციის დასადასტურებლად და, შესაძლოა, პირადადაც გავიგო, რა სჭირდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს - უთხრა მელონიმ ჟურნალისტებს
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ მელონი ეწვია ქალაქ ბუჩას.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე იტალიის პრემიერი ქალაქ ირპინშიც ჩავა.