„ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.
მისი თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.
„მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას.
საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, კარგად აფასებს ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას და ეს გამოიკვეთება არჩევნებზე მათი მხარდაჭერით. ეს არის ძალიან კარგი შეფასების კრიტერიუმი, ვინ რას აკეთებს. როდესაც მოდის არჩევნების დღე, ჩვენი მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აძლევს ხმას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.