„საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებაში და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით გველაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც მარია ზახაროვას მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების შეფასებას ეხებოდა.
თბილისის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განურჩევლად სტატუსისა.
„ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, ვიცავთ კანონებს, პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, პატივს ვცემთ მოსახლეობას და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე არ აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ჩვენ ყველა ვართ თანასწორუფლებიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.