ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ინიციატივა, დასავლეთის საკმარისი და დროული დახმარების პირობებში, შესაძლოა, 2023 წელს დაიბრუნოს.
ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი მოწმობს უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის გაგრძელებას.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ ბახმუტის დაცვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ზელენსკიმ და თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადეს, რომ უკრაინის ჯარი უახლოეს ხანებში კონტრშეტევისთვის ემზადება.
„ISW იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, დაიცვას ბახმუტი, წარმოადგენს სტრატეგიულად დაფუძნებულ მცდელობას თავი მოუყაროს რუსულ ჯარს ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე და გატეხოს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთს აღარ აქვს გამოუყენებელი ბრძოლისუნარიანი დიდი რეზერვები, რომლებიც შეიძლება განალაგოს და თავის სასარგებლოდ ომის მსვლელობა შეცვალოს. ამგვარად ISW- ში ფიქრობენ, რომ უკრაინას აქვს პოტენციალი დაიბრუნოს ინიციატივა 2023 წელს დასავლეთიდან საკმარისი და დროული დახმარების პირობებში.
ინსტიტუტში აკრიტიკებნ რუსეთის თვდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ სამხედრო ფორმირებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განგძრობადი შეტევის ფონზე.
ანალიტიკოსების აზრით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სრულად ვერ აცნობიერებს პროფესიონალურ არმიაში არარეგულარული ძალების ინტეგრაციის ძირითადი გამოწვევების მასშტაბებს.
„რუსეთის სამხედრო სარდლობამ უნდა აღიაროს, რომ რუსეთს არ გააჩნია საბრძოლო პოტენციალი, რათა მაიღწიოს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს მოკლევადიან პერსპექტივაში“, - ნათქვამია ანგარიშში.