აშშ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად დამატებით 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
„რუსეთს შეუძლია ომის დღესვე დასრულება, ვიდრე ის ამას გააკეთებს, ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, -აღნიშნა ბლინკენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს მსოფლიოს გაერთიანებას უკრაინის მხარდასაჭერად.
"დავინახეთ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების წარმოუდგენელი სოლიდარობა. მივესალმებით 50-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც გაერთიანდნენ სოლიდარობის ნიშნად გაერთიანდნენ უკრაინასთან, რადგან ის იცავს თავის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - თქვა მან.