თეთრი სახლი უკრაინას მოუწოდებს, იმისთვის, რომ გაიმყაროს წარმატებები ბრძოლის ველზე, არ გადადოს კონტრშეტევა. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდს მოუწოდა გაიმაგროს წარმატებები და დაუყოვნებლივ განახორციელოს კონტრდარტყმები.
„თეთრი სახლი ზელენსკის გუნდს ასევე ურჩევს მოემზადოს შეტევისთვის უკე ახლა, ვინაიდან შეიარაღება და დახმარება ვაშინგტონიდან და ევროპიდან დაუბრკოლებლად მიეწოდებათ“, - წერს Politico და აღნიშნავს, რომ არსებობს შიში, რომ „უკრაინის ევროპელი მეზობლებისგან დახმარება, შესაძლოა, შეიზღუდოს“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის წარმატების მიუხედავად, რუსეთი ჯერ კიდევ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტს და სასტიკი ომი გრძელდება ძალების ამოწურვამდე.