ლუჰანსკის ოლქში გრძელდება რუსეთის შეტევითი ოპერაციის ძირითადი ფაზა, თუმცა რუსეთს არ ყოფნის საკმარისი თავისუფალი რეზერვები, რათა მკვეთრად გაზარდოს შეტევის მასშტაბები და ინტენსივობა.
ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მორიგ ანგარიშში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აქტიური ოპეარციებისთვის რუსეთის ძალების მოუმზადებლობის გამო, უახლოეს ხანებში ნაკლებად სავარაუდოა მათი შეტევითი ოპერაციების გაზრდა.
ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სახმელეთო ძალები, როგორც წესი, მოქმედებენ ჩვეულებრივ დოქტრინულ ფორმირებებში და ქვედანაყოფებში და არა ბატალიონ-ტაქტიკურ ჯგუფებში ან სხვა სპეციალურ სტრუქტურებში.
„რამდენიმე კრიტიკული სატანკო ერთეულის არარსებობა მიუთითებს, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ ტექნიკის შეცვლის მცდელობებს, განსაკუთრებით ტანკების, რომლებიც წინა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების დროს დაკარგეს. სავარაუდოდ, რუსეთის ძალებს ჯერ კიდევ ჰყავთ რეზერვში აღდგენილი მექანიზირებული ქვედანაყოფები, მაგრამ ამ შეზღუდული რეზერვების გაგზავნა ლუჰანსკის ოლქში ფრონტის ხაზზე, სავარაუდოდ კარდინალურად ვერ შეცვლის მიმდინარე შეტევის მსვლელობას“, - აღნიშნავენ ექსპერტები.
როგორც ISW-ის ანგარიშშია აღნიშნული, რუსული ჯარი, რომელიც მოქმედებს ლუჰანსკის ოლქში, ფრონტის ხაზზე და მის ახლოს, თითქმის მთლიანად გაყვანილია დასავლეთის სამხედრო ოლქიდან სხვა ჯგუფების გამაგრებით.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა დაუბრუნდა სამხედრო ოლქების მართვის ტრადიციულ სტრუქტურას, რომლის თანახმად, ყველა ქვედანაყოფი ცალკეულ გეოგრაფიულ რაიონში ხვდება ერთი სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის ზონაში“, - წერენ ანალიტიკოსები.
ISW-შ ასევე ამბობენ, რომ დოქტრინულ სტრიუქტურებში დაბრუნება რუსული ძალების სტრუქტურასა და კამპანიის გეგმაში გარდამტეხია. რუსეთის თვადცვის სამინისტრო ამჟამად ატარებს რიგ რეფორმებს, რომელიც მიმართულია უკრაინაში ხანგრძლივი ომის მზადებისკენ.
„რუსებმა არ დაიტოვეს საკმარისი დრო მობილიზებული რეზერვისტების მოსამზადებლად იმ სტანდარტებისთვის, რომელიც საკმარისი იქნებოდა ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებებისთვის. მათ არ გააჩნიათ საკმარისი აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია განახლებული ქვედანაყოფების აღჭურვისთვის", - აღნიშნავენ ISW-ში.