მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად, რათა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“ წერს.
„კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად, რათა ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად”,- აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.