უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე დიდი დანაკარგის მიუხედავად რუსეთის არმია, აგრძელეს შეტევის მცდელობებს ხუთი მიმართულებით.
„მტერი უარს არ ამბობს დამპრობლურ გეგმებზე და მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევით მოქმედებებზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორის მიმართულებებით“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ ვოლინის, პოლეესკის, სევერსკისა და სლობოჟანის მიმართულებებზე მტრის შეტევითი დაჯგუფებები არ აღმოჩენილა.
როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, გასული დღის განმავლობში რუსეთმა იერიში მიიტანა 20 დასახლებულ პუნქტზე,
ასევე კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით მტერმა ცეცხლი გაუხსნა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების დასახლებებს.
ბახმუტის მიმართულებით ცეცხლის ქვეშ მოექცა 18 დასახლებული პუნქტი, ამის გარდა ავდეევკისა და შახტიორის მიმართულებებით ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს 13 დასახლებულ პუნქტს.
ზაპოროჟიეს მიმართულებით ცეცხლის ქვეშ მოექცა დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების დასახლებები.
ამასთან, ხერსონის მიმართულებით მტრის საარტილერიო ცეცლხის შედეგად დაზარალდა ქალაქი ხერსონი და მისი შემოგარენი, ასევე 20-ზე მეტი დასახლებული პუნტქი.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 18 თებერვალს ოთხი დარტყმა განახორციელა რუსეთის ჯარის პიეადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონების წინააღმდეგ.
რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი ამ დროისათვის უკვე 142 270 სამხედროს შეადგენს.