საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადასცემს.
ქველმოქმედებისთვის თანხა ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მიერ სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეგროვდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორედ გადაეცემა.