ხვალ, 9 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და კავშირი საფარი, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში აწყობს ქართული დოკუმენტური ფილმის "შინ და უკან" ჩვენებას.
კვირეულის ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის პოპულარიზაცია და სტუდენტ ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების სხვადასხვა სფეროში ცნობიერების ამაღლება.
ფილმი შეეხება ოჯახურ ძალადობას, რომელიც გადაღებულია კავშირ "საფარის" ჯგუფის მიერ კახეთის ერთ-ერთ სოფელში.
ფილმის გმირი იხსენებს წარსულს, რომელიც სავსეა ძალადობით და უხეში მოპყრობით. მან ახალგაზრდობა მოგონებებთან ბრძოლაში გაატარა და ახლა ცდილობს, გაარღვიოს ძალადობით სავსე წრე.
ფილმის შემდგომ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება კავშირი "საფარის" თავმჯდომარე ნატალია ზაზაშვილი.