უკრაინაში ომის დაწყებიდან 461 ბავშვი დაიღუპა, 922-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ყველაზე მეტად ბავშვები დაზარალდნენ დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ჩერნიჰივის, ლუჰანსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მონაცემები საბოლოო არ არის.
იმ რაიონებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მონაცემების დადგენა შეუძლებელია.
დაბომბვების შედეგად დაზიანდა 3 126-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 338 სრულად დანგრეულია.
გაეროს 6 თებერვლის მონაცემებით, რუსეთის აგრესიის შედეგად 7 155 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 438 ბავშვი დაიღუპა.
გაეროში ამბობენ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტია, რადგან მოცემული მონაცემები მხოლოდ დოკუმენტირებულ და დადასტურებულ შემთხვევებს მოიცავს.