ზამთრის სეზონზე უსაფრთხო გადაადგილებისათვის ავტომობილი საგანგებოდ უნდა მოვამზადოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუხრუჭე სისტემის გამართული მუშაობა, რადგან მისი ცვეთისას ავტომობილის დამუხრუჭების პროცესი არათანაბარი ხდება.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ იაპონური წარმოების ავტომობილის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, შეამოწმონ სამუხრუჭე სითხე და მიიღონ 30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის ნებისმიერ კომპონენტზე:
-
ხუნდი
-
სამუხრუჭე დისკი
-
ABS ბლოკი
-
სამუხრუჭე სითხე
-
სამუხრუჭე მილები
თებერვალში, იაპონური ბრენდის ავტომფლობელებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ხელსაყრელ პირობებს ავტომობილის ვიზუალურ განახლებაზეც სთავაზობთ.
28 თებერვლის ჩათვლით, ავტომობილის პოლირებაზე გადახდილი თანხის 30% ქეშბექის სახით უკან დაგიბრუნდებათ.
ავტომობილის ხარისხიანი პოლირება მარტივად და სწრაფად აშორებს წლების განმავლობაში დაგროვებულ ნადებს. პოლირებისას შესაძლებელია ნაკაწრებისა და დეფექტების მოშორება, საღებავის კორექტირება და ავტომობილისათვის ბზინვარების მინიჭება.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.