ყრილობაზე, რომელზეც არავის მივუწვევივარ, პოლიტსაბჭოს წევრად ისე ამირჩიეს, ჩემთვის აზრი არავის უკითხავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არ აპირებს იმ ორგანოს წევრი იყოს, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„პოლიტიკაში ყველა პარტიულ თანამდებობაზე მაღალი თანამდებობა თანამოქალაქეების მხარდაჭერაა, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, რისთვისაც დიდი მადლობა თითოეულ მათგანს.
დღეს იმ ყრილობაზე, რომელზეც არავის მივუწვევივარ, პოლიტსაბჭოს წევრად ამირჩიეს ისე, რომ ჩემთვის აზრი არავის უკითხავს.
ბუნებრივია, არ ვაპირებ, ვიყო იმ ორგანოს წევრი, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას“, – წერს გიორგი კირთაძე.