"მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, აგრეთვე დეტალურად არის აღწერილი ის ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები
აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის განახლებული განრიგით გამოქვეყნებაზე გადავიდა. კერძოდ, აღნიშნული პუბლიკაცია ქვეყნდება უკვე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩატარების დღესვე. აღნიშნული ცვლილების მიზანია, საზოგადოებას უფრო ოპერატიულად მივაწოდოთ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების უფრო დეტალური ახსნა.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.