დღეს, 8 დეკემბერს, "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" სათათბირო ორგანო - დარბაზი პირველ შეკრებას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "სახალხო კრებიდან" აცნობეს, შეკრება სასტუმრო "ძველ თბილისში" გაიმართება. მასზე კრების აღმასრულებელი საბჭო სათათბირო ორგანოს კრების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გეგმებს წარუდგენს და მისი განხორციელების გზებზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, "სახალხო კრებამ" საქართველოს მასშტაბით დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. "სახალხო კრებამ" აირჩია შესაბამისი სტრუქტურები - აღმასრულებელი საბჭო და სათათბირო დარბაზი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს "წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე" მიღებული ვერდიქტის აღსრულება.