ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარდგენის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტს 7-წლიანი ნაყოფიერი და საინტერესო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„7 წლის განმავლობაში ამ დარბაზში იყო დებატები, დისკუსიები, ზოგჯერ ცხარე კრიტიკაც, თუმცა უნდა აღვნიშნო, და ეს დრომაც აჩვენა, რომ პარლამენტის მხარდაჭერით ბევრი, შესაძლოა არაპოპულარული, თუმცა დროული და აუცილებელი კანონპროექტი დამტკიცდა და არაერთი მნიშნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელმაც ქვეყნის მაკროეკონომიკისა და ფინანსური სექტორის მდგრადობა მნიშვნელოვნად გაზარდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.