ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია.
შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 10500-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.
საქართველოში 2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 9714 შემთხვევა, რომელთა შორის 7257 - მამაკაცი და 2457 - ქალია
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
შიდსი განუვითარდა 4742 პაციენტს, 2059 გარდაიცვალა. 2022 წელს გამოვლინდა 552 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 5968 (მათ შორის აფხაზეთში - 636) პაციენტი.
აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით
აივ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით
საქართველოში გამოვლენილი აივ-ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით