უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, - თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, შემცირებულია სიღარიბის მაჩვენებელიც.
„მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ, ნაცვლად 8,5% გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მინდა შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მილიარდი ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით 100 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით არის ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება, მოკლედ ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენ პოზიტიური მაჩვენებლები“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.