ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:
-
პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;
-
მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები - 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;
-
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები - 85 მილიონი ლარი;
-
ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები - 70 მილიონ ლარამდე;
-
დასაქმების ხელშეწყობა - 80 მილიონ ლარზე მეტი;
-
საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 310 მილიონი ლარი;
-
მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები - 290 მილიონი ლარი.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი;
დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი;
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი;
დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი;
გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.