ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის და დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ფინტექ ორგანიზაციების, ღია ბანკინგში ჩართვის შესაძლებლობის შექმნის მიზნით, ეროვნული ბანკი ღია ბანკინგში ჩართვის წესის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს.
პროექტი ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. კომენტარების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 28 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ob@nbg.gov.ge.