რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში აქტიური შემოსვლის და საბანკო ანაგარიშების გახსის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომერციულ ბანკებში მათ მიერ განთავსებული დეპოზიტების მაჩვენებელი, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკზე დაყრდნობით, IDF ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს, რაც 1,18 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს, ხოლო 1,2 მილიარდი ლარით აღემატება წინა წლის იგივე აგვისტოს თვის მაჩვენებელს.
„შესაბამისად, აგვისტოს თვის მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 170%-ით გაიზარდა.
„2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების 53% წარმოადგენს მოთხოვნამდე დეპოზიტებს, 21% მიმდინარე ანგარიშებს, ხოლო 26% ვადიან დეპოზიტებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ომამდე პერიოდში ვადიანი დეპოზიტების წილი 60%-ს აღწევდა.
კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ 1,88 მილიარდ ლარის ღირებულების დეპოზიტებიდან 72% (1,36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0,06% (1,2 მილიონი)“, - იტყოფინება IDF საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე.