რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკზე დაყრდნობით, IDF ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მომდევნო ორ თვეში ახალი ანგარიშები გახსნა კიდევ 13,375 რუსთის მოქალაქემ, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 31 აგვისტოს მდგომარეობით აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 60 ათასს აჭარბებს.
„რისკის ზედამხედველობის AML ანგარიშგების ფორმების მიხედვით, მთლიანად საბანკო სექტორში 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტიურ ანგარიშს ფლობდა 28,221 რუსეთის რეზიდენტი პირი. ეს მაჩვენებელი 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 58,162-მდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე მოიცავს იურიდიული პირების შესახებ მონაცემებსაც. როგორც ირკვევა 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანაგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა“, - იტყობინება IDF.