„რა თქმა უნდა, არანაირი შედეგი ამ ეგრედწოდებული საპარლამენტო პროცესიდან არ დადგება, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ არის მორყეული და არ არის შეგუებული ან თითქმის შეგუებული ძალაუფლების დაკარგვას“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დეოლიგარქიზაციის კანონს
„მანამდე ჩვენ ვერ მივაღწევთ ცვლილებებს და პირიქით ეს პროცესები იმუშავებს ივანიშვილის პროპაგანდისთვის, ძალის დემონსტრირებისთვის ან საერთოდ ოპონენტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მითუმეტეს, როცა ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი, ეს იყო და არის ევროპული საქართველოს პოზიცია”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ