საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფილმები ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზეა წარმოდგენილი.
25 სექტემბერს მაყურებელმა იხილა ოთარ იოსელიანის ფილმები: „საპოვნელა“, „აპრილი“ და „თუჯი“; 27 სექტემბერს, 18:00 საათზე კი ნაჩვენები იქნება კინოპროგრამა „ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში“ - ფილმები: „წყალტუბო“  (1957);  რეჟისორი ვლადიმერ ალავიძე; „ქუთაისი“, (1945), რეჟისორი შალვა ჩაგუნავა; „ერთი დღე ქუთაისში“  (1967). რეჟისორი შალვა ხომერიკი. 
ფესტივალი, რომელსაც 24-29 სექტემბერს ქუთაისის კინოთეატრი „საქართველო“ მასპინძლობს, ქუთაისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ტარდება.