დღეს, 24 სექტემბერს, 17:00 საათზე, კუბის მედიათეკაში წარმოდგენილი იქნება მულტი-მედია არტისტის /კულტურის სანიტრის გიორგი ბუნდოვანის პერФორმენსი -"კულტურის სანიტრის პოეტური მანიФესტაცია!"
"ამ პერФორმენსით მე შევეცდები, დამსწე საზოგადოებას შევაგრძნობინო ის 2 უძირითადესი მდგომარეობა ადამიანისა, რაცაა - რელაქსაცია, სიმშვიდე, სიჩუმით ტკბობა და წამიერი აღელვება - ნერვების ომი, აბობოქრება! რაც ყოველ ჩვენთაგანს მუდმივად გაგვდევს მთელი ცხოვრების მანძილზე! ეს 2 მდგომარეობა მუდმივად იცვლება, იხლართება, გადაიკვეთება ჩვენში... მათ შორის ზღვარის მოძებნა, მისი დაფიქსირება და ერთგვარად გადალახვა კი მხოლოდ ნამდვილი პოეზიითაა შესაძლებელი! პოეზია - როგორც იარაღი! და პოეზია - როგორც მედიტაცია!" - აცხადებს გიორგი ბუნდოვანი.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სივრცე - ადაპტირებული და ღია ყველასთვის, მათ შორის, შინაური ცხოველებისთვის. სამანქანო გზის მხრიდან პარკში შესვლა შსაძლებელია ორი მხრიდან: ნინო რამიშვილის 31 (ახალი გზის პოლიციასთან) ან ჭაბუა ამირეჯიბის 6 (რაგბის ფედერაციასთან).
კუბი კონტექსტში - კულტურული სივრცეა დიალოგისთვის განსხვავებული ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების მქონე ადამიანებისთვის, სამუშაოდ, განსატვირთად, დროის შემოქმედებითად გასატარებლად.