საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 13 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 66 000 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790 პროცენტით, მაქსიმალური 9.880 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.807 პროცენტით განისაზღვრა.