ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ქვეყნის "სოციალისტურ ზღაპრად" გარდაქმნის გეგმის შესახებ იუწყება.
"ორი ახალი კანონი საშუალებას მისცემს პარტიას (კორეის მუშათა პარტია) დააჩქაროს ძალისხმევა სოფლად რადიკალური ტრანსფორმაციისთვის, ხელს შეუწყობს სოფლის პირობების გაუმჯობესებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის განვითარებას, ქვეყნის ლამაზ და ცივილიზებულ სოციალისტურ ზღაპრად გარდაქმნას", - ციტირებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ჩრდილოეთ კორეის პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატის გამოსვლიდან ნაწყვეტს.
მანამდე ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი კორეელების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და სოფლის განვითარებაში ჩართვას დაჰპირდა.
ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეაში ეკონომიკური კრიზისი უფრო და უფრო მწვავდება, რაც სხვა საკითხებთან ერთად, გამოწვეულია საერთაშორისო სანქციებით, რომელიც ქვეყანას ფაქტობრივად სრულიად იზოლირებულად აქცევს გარესამყაროსგან.
ეკონომოკიურ კრიზისს ასევე აღრმავებს კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები, სტიქიური უბედურებები და სხვა.