ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, კრემლის მარიონეტი და პუტინის ახლო მოკავშირე, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რჩება თანამდებობაზე და უახლოეს მომავალში "უვადო შვებულებაში" გასვლას არ აპირებს.
"ახლა უბრალოდ არ მაქვს წასვლის უფლება, რადგან ხალხმა მანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და ამ ნდობის გამართლება წმინდა მოვალეობაა. მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით დავტოვებ პოსტს. ამიტომ, უვადო შვებულების შესახებ საუბარს სამომავლოდ გადავდებ", - განაცხადა კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მანამდე, 3 სექტემბერს კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც მიანიშნა მის შესაძლო გადადგომაზე და თქვა, რომ "განუსაზღვრელი ვადით შვებულება დაიმსახურა".
ვიდეომიმართვაში კადიროვმა თქვა, რომ მოვიდა დრო თავად წავიდეს, ვიდრე მას გააგდებდნენ.
კადიროვი 2007 წლიდან უდგას სათავეში ჩეჩნეთის რესპუბლიკას.